Wednesday, May 1, 2013

                                                ქვეყნები

   




 იტალია , ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა— უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრებასაფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს იტალია შვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატით. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.

იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომები — ლანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.
პოსტ-რომის იმპერიული საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იტალია დაყოფილი იყო მრავალ სამეფოდ და ქალაქ-სახელმწიფოდ (მაგალითად, როგორებიც იყო სარდინიის სამეფო, ორი სიცილიის სამეფო, მილანის საგრაფო), მაგრამ 1861 წელს გაერთიანდა. გაერთიანების მღელვარე პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც "Il Risorgimento". გვიანდელ XIX საუკუნიდან და მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იტალია ფლობდა კოლონიურ იმპერიას, რომელზეც მისი მმართველობა ვრცელდებოდა და ოგო მოიცავდა ლიბიას, ერიტრეას, სომალის, ეთიოპიას, ალბანეთს, დოდეკანესის კუნძულებსა და ტიანძინის კონსესიას ჩინეთში.                                    



                                           გეოგრაფია



 ქვეყანა დასავლეთ ევროპაშიაპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთიშვეიცარიაავსტრიასლოვენია. იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი: ვატიკანი და სან-მარინო. იტალია მდებარეობს ზომიერი სარტყლის ტყის ზონისა (ჩრდილოეთით) დასუბტროპიკული სარტყლის (სამხრეთით) ფარგლებში. მის ბუნებაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელთაშუა ზღვა. ნაპირი სუსტადაა დანაწევრებული, ცოტაა მოხერხებული უბე. შედარებით მეტადაა დანაწევრებული აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპირო. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7 500 კმ. ტერიტორიის დაახლოებით 4/5 უჭირავს მთებსა და მაღლობებს. ჩრდილოეთით გადაჭიმულია ალპები (მთა მონბლანი, 4807 მ — იტალიის უმაღლესი წერტილი), მის სამხრეთით, აპენინის ნახევარკუნძულის გასწვრივ, თითქმის 1200 კმ-ზე გადაჭიმულია აპენინის მთები (მთა კორნო-გრანდე, 2914 მ), ეტნა (3340 მ), სტრომბოლივულკანო. შუა და სამხრეთ იტალიაში ხშირია მიწისძვრა (მესინის —1908სიცილიის — 1968).



                                        ღირსშესანიშნაობები 




 ვატიკანი, ოფიციალურად ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს კედლებშემორტყმულ ანკლავს რომში, იტალიის დედაქალაქში. ვატიკანის ფართობია 44 ჰექტარი (110 აკრი), მოსახლეობა კი 800 კაცზე ცოტათი მეტი.
ვატიკანი ჩამოყალიბდა 1929 წელს, ლატერანის ხელშეკრულების შედეგად. ვატიკანი განსხვავებულია წმინდა ეპარქიისაგან, რომლის საფუძვლები ადრეული ქრისტიანობის ხანას უკავშირდება და მსოფლიოს 1.147 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანთათვის მთავარ ეპარქიას წარმოადგენს. ვატიკანს და წმინდა ეპარქიას პასპორტებიც კი განსხვავებული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ეპარქია სახელმწიფო არაა, იგი მხოლოდ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასცემს, ვატიკანი კი ჩვეულებრივ პასპორტებსაც იძლევა თუმცა ორივე შემთხვევაში გაცემულ პასპორტთა რაოდენობა ძალიან მცირეა.

პიზა — ქალაქი იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქი განთქმულია კოშკით, რომელიც საკათედრო ტაძრის სამრეკლოს წარმოადგენს. მისი მშენებლობა დაიწყო 1173 წლის აგვისტოში და გაგრძელდა დაახლოებით ორასი წელი, მისი არქიტექტორის ვინაობა დღემდე უცნობია.
პიზის კოშკის ორიგინალურობას წარმოადგენს მისი გადახრილი ფორმა. წარსულში სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობის პროცესში გადაიხარა. სწორედ ეს ფორმა განაპირობებს მის უდიდეს პოპულარობას მსოფლიოში. თუმცა, როგოც ამტკიცებენ არქიტექტორები და შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები, პიზის კოშკი სრულიად ვერტიკალურიც რომ იყოს, მაინც შთამბეჭდავი და ძალიან პოპულარული იქნებოდა.



                                           

 

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით;რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 309 მილიონი ადამიანი. შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

          


                                              გეოგრაფია



სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამი, პუერტო-რიკო და სხვა).
  • ფართობი: 9.629.091 კვ. კმ. აშშ სიდიდით მე-3 ქვეყანაა რუსეთისა და კანადის შემდეგ.
  • საზღვრები: ჩრდილოეთით ესაზღვრება კანადა, სამხრეთით - მექსიკა. ალასკის მონაკვეთზე, ბერინგის სრუტეზე გადის მისი საზღვარი რუსეთთან. საზღვაო საზღვრების სიგრძე - ალასკისა და ჰავაის ჩათვლით 19,928 კმ; სახმელეთო - 9,656 კმ.
  • მთიანი სისტემები: როკი-მაუნთინი, სიერა ნევადა, აპალაჩები; უმაღლესი მწვერვალი - მაკ-კინლი 6,194 მ;
  • ჰიდროგრაფია: მთავარი მდინარეები - არკანზასი, კოლორადო, მისისიპი, მისური, რიო გრანდე; ტბები - ერი, ჰურონი, მიჩიგანი, ონტარიო, ზემო ტბა.



                                                                           

                                    ღირსშესანიშნაობები 

   
    დისნეილენდი - უოლტ დისნეის მიერ დაარსებული გასართობი პარკი. მდებარეობს ანაჰეიმში (კალიფორნია, აშშ). პარკში წარმოდგენილია მრავალი ატრაქციონი, კინოთეატრი, სასტუმრო თუ მუზეუმი.
დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს. მანამდე უოლტ დისნეისათვის ასეთი ტიპის პარკი წლების განმავლობაში ნამდვილი ოცნება იყო. პარკის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის მასში დისნეის ანიმაციური ფილმების გმირებად გადაცმული მსახიობების მონაწილეობა. ამასთან, მსგავსი პარკები გახსნილია ტოკიოში, ჰონგ კონგსა და პარიზში, თუმცა ერთად-ერთი პარკი, რომელზეც უშუალოდ უოლტ დისნეი მუშაობდა, არის ამერიკული დისნეილენდი                                                                   

                                                                               
როშმორის მთა.ის მდებარეობს შტატ დაკოტაში,ამ მთაზე არის გამოყვანილი ამერეკის ოთხი პრეზიდენტის ბიუსტი: ჯორჯ ვაშინგტონის,თომას ჯეფერსონის,თეოდორ რუზველტის და აბრაამ ლინკოლნის.თითოეული სახის სიმღლე არის 60 ფუტი(18მეტრი),ხოლო ოთხივე სახის სიაგანე ერთად 400 ფუტია(122მეტრი).ამ მონომენტის მშენებლობა დაიწყო 1927 წელს და დასრულდა 1941 წელს.ჰუდზონ ბორგლამმა(Gutzon Borglum) 400 დამხმარესთან ერთად შექმნა ეს მონომენტი.


                                                ინგლისი

ინგლისი — გაერთიანებული სამეფოს ისტორიული და ადმინისტრაციული ოლქი რომელიც იკავებს დიდი ბრიტანეთის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება შოტლანდია, ხოლო დასავლეთიდან უელსი. რაც შეეხება გეოგრაფიულ საზღვრებს, ინგლისის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან საზღვრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთიდან კელტების და ირლანდიის ზღვები, ხოლო სამხრეთიდან ინგლისის არხი, სწორედ ამ არხის მეშვეობით ხდება დაკავშირება კონტინენტურ ევროპასთან. ინგლისის შემადგენლობაში შედის სანაპირო ზოლის სიახლოვეს არსებული ასამდე მცირე კუნძული, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია კუნძულები: სილლი და უაიტი.ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული, აქ ადამიანის აქტიური დასახლება 35,000 ათასი წლის წინ დაიწყო. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს აქ არსებული ანგლური ტომისგან. ისინი ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-5 და მე-6 საუკუნეებში დასახლდნენ. ინგლისი გაერთიანდა 927 წელს. XV საუკუნეში დაწყებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, ინგლისის გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მრავალ ქვეყანაში გავრცელდა ინგლისური ენა და ანგლიკანური ეკლესია. ინგლისური კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი სისტემის საფუძველი გახდა . XVIII საუკუნეში სწორედ ინგლისში დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია.


                                        გეოგრაფია

გეოგრაფიულად ინგლისი მოიცავს დიდი ბრიტანეთის კუნძულის ორ-მესამედს, ეს რეგიონი მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში. ინგლისის შემადგენლობაში შედის სანაპირო ზოლის სიახლოვეს არსებული კუნძულები. ინგლისის საზღვარი გადის ჩრდილოეთით შოტლანდიასთან ხოლო დასავლეთით უელსთან. გაერთიენებული სამეფოს ეს ადმინისტრაციული ერთეული, გაცილებით უფრო ახლოსაა კონტინენტურ ევროპასთან, ვიდრე დიდი ბრიტანეთის დანარჩენი მხარეები. ინგლისის სანაპირო ზოლიდან 34 კილომეტრში მდებარეობს საფრანგეთი ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს ინგლისის არხი, რომელიც ქალაქ ფოლკსტონის სიახლოვეს მდებარეობს. ინგლისი გარშემორტყმულია ზღვებით, ესენია დასავლეთიდან ირლანდიის და კელტების ხოლო აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთის.


                                ღირსშესანიშნაობები 







ლონდონში, ვენსტმინსტერის სასახლის კომპლექსში, იქ, სადაც ახლა დიდი ბრიტანეთის პარლამენტია განთავსებული, მდებარეობს ცნობილი ბიგ ბენი. წმინდა სტეფანეს სახელობის კოშკი 1858 წელს ააგეს. მისი სიმაღლე 96 მეტრია. მიწიდან 55 მეტრის სიმაღლეზე კოშკის ოთხივე მხარეს გიგანტური საათის ციფერბლატებია ჩაშენებული. მათი დიამეტრი 7 მეტრია, ისარი 4 მეტრის სიგრძისაა, პატარა კი 2ნახევარ მეტრზე მერი. ციფერბლატის უკან 13 ტონიანი ზარია მოთავსებული, რომლის სახელიც გახლავთ ბიგ-ბენი. სწორედ მისი ხმა ისმის ყოველ საათში ლონდონის ყველა კუთხე-კუნჭულში ბიგ ბენის საათის მექანიზმი 5 ტონას იწონის და დღესაც მსოფლიოში ყველაზე ზუსტ დროს აჩვენებს. ადამიანი, რომელმაც საათი კოშკზე აიტანა და დაამაგრა ძალიან დიდი აღნაგობის იყო და მას ბენი ერქვა. სწორედ ამ ადამიანის გამო შეერქვა კოშკს ბიგ ბენი. ლონდონის ეს სიმბოლო იმდენად პოპულარულია, რომ ქალაქის თითქმის ყველა გზაჯვარედინზე დგას მისი პატარა ორეული.




                                            ბრიტანეთი

































დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაშიბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანითჩრდილოეთის ზღვითლა-მანშის სრუტითა და ირლანდიის ზღვით.



გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია. XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია. ევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესირსებითუმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.
გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245,000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვაშ შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგან ლა-მანშის სრუტით.



                                                                                

                                  ღირსშესანიშნაობები 

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.

ეკონომიკის უდიდესი დარგია მომსახურების სფერო, რაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბანკო-საფინანსო ბიზნესი და ტურიზმი. ენერგეტიკული შესაძლებლობებით უძლიერესია ევროკავშირში. ქვეყანა მანქანათმშენებლობის სამშობლოა. სამრეწველო საწარმოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. შრობის ნაყოფიერება ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრია. მნიშვნელოვანია ასევე ელექტრონიკა და თვითმფრინავთმშენებლობა. აგრობიზნესი ერთი-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში.                                                                            



                                             გერმანია





გერმანია, ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა  — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაშიჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვადანია და ბალტიის ზღვა,აღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთისამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთიბელგიალუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357021 კმ². 2008 წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82 060 000 კაცია.
გერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში.
რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარია ქვანახშირით, მაგრამ ღარიბია ნავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ. რაინი ქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“.ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.



                                                                                    
                                                                               

                                  ღირსშესანიშნაობები 


გერმანია ფედერაციული მმართველოს ქვეყანაა, სადაც მოქმედებს 1949 წელს მიღებული კონსტიტუცია. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს, ბუდესტაგს, ირჩევენ ოთხი წლის ვადით და შედგება 496 დეპუტატისაგან. პარლამენტში შეიძლება არჩეულ იქნეს 21 წელს მიღწეული მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი აქვს 18 წლის მოქალააქეს. საკანონმდებლო სისტემაში მნიშვნელოვანია ასევე ბუნდესრატის როლი, სადაც შედიან მიწების მთავრობათა წევრები. მთავრობას მეთაურობს კანცლერი. გერმანია მრავალპარტიული ქვეყანაა.


                                                                                       

                                              საფრანგეთი





 საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა , ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ევროპის შემდეგი ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ესპანეთი და ანდორა. ზღვისგადაღმა ტერიტორიებს ესაზღვრებაბრაზილია და სურინამი (საფრანგეთის გვიანას), ნიდერლანდის ანტილები (სენ-მარტენს). საფრანეგთი დაკავშირებულია გაერთიანებულ სამეფოს ევროტუნელით, რომელიც გადის ლა-მანშის სრუტეს ქვეშ.
 საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა და მეხუთე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში. იგი ყველაზე მეტად მონახულებული ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად 82 მილიონ ტურისტს იღებს. იგი არის ასევე გაეროს ერთ-ერთი დამმარსებელი და წევრი შემდეგი ორგანიზაციებისა: ფრანკოფონია, დიდი რვიანი, ევროკავშირი, დიდი ოცეული, ნატო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ლათინური გაერთიანება. იგი არის გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი.
საფრანგეთის რესპუბლიკა
République française
საფრანგეთი
საფრანგეთის
დროშაეროვნული ემბლემა
დევიზი: (Liberté, Égalité, Fraternité)
თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა
ჰიმნი: 
მენიუ
0:00
„La Marseillaise“
მარსელიეზა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
პარიზი
48°52′ ჩ. გ. 2°19′ ა. გ.
ოფიციალური ენა(ები)ფრანგული
მთავრობანახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა
 - პრეზიდენტიფრანსუა ოლანდი
 - პრ.-მინისტრიფრანსუა ფიიონი
ფართობი
 - სულ551,695 კმ2 (47-ე)
მოსახლეობა
 - 2010 შეფასებით65,447,374 (მე-20)
 - სიმჭიდროვე115 ად. კაცი/კმ2 (89-ე)
მშპ (მუპ)2009 შეფასებით
 - სულ$2.130 ტრილიონი (მე-8)
 - ერთ მოსახლეზე$34,205 (23-ე)
აგი (2007)0.961] (ძალიან მაღალი) (მე-9)
ვალუტაევრო (EUR)
დროის სარტყელიCET (UTC +1სთ.)
 - ზაფხულის (DST)CET (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდიFRA
Internet TLD.fr
სატელეფონო კოდი33





                                          გეოგრაფია



 აფრანგეთი, რომლის ტერიტორიასაც ექვსკუთხედის მსგავსი კონფიგურაცია აქვს, ფართობით ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა. ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მდებარეობს. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ანდორა და ესპანეთი, რომელთაგანაც 3 ევროკავშირის წევრი არ არის. მის შემადგენლობაშია კუნძული კორსიკა ხმელთაშუა ზღვაში. საფრანგეთი შედგება 26 რეგიონისგან. მათ შორის 22 თავად საფრანგეთის ტერიტორიაზე, ასევე 4 ზღვის გადაღმა დეპარტამენტები:გვადელუპა, მარტინიკა, გვიანა და რეიუნიონი. ზღვის გადაღმა ტერიტორიები - ახალი კალედონია, საფრანგეთის პოლინეზია, საფრანგეთის ანტარქტიკული ტერიტორია და ორი ტერიტორიული ერთეული განსაკუთრებული სტატუსის - მაიოტა, სენპერი და მიკელონი.
ქვეყნის რელიეფში ჭარბობს ვაკეები და დაბლობები, უმაღლესი მწვერვალია მონბლანი, რომელიც მთელ დასავლეთ ევროპაში უმაღლესია. იგი იტალიასთან სასაზღვრო რაიონში მდებარეობს. საფრანგეთი ენერგეტიკული რესურსებით მდიდადი არ არის (თუ არ ჩავთვლით ევროპული მასშტაბების ურანის მადანს). მოიპოვებენ ბოქსიტებს, რკინის მადანს,მარილებს, საშენ მასალას. ქვეყანა მდიდარია მდინარეებით, მაგრამ ღარიბია ტბებით. დიდი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას.
საფრანგეთში წარმოდგენილია ლანდშაფტების მდიდარი ნაირსახეობა. ატლანტის ოკეანის კლდოვანი სანაპირო, მდინარეათა ფართო ველები, მაღალი დათოვლილი მთები, ხმელთაშუაზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროები. ჩრდილოეთ საფრანგეთის დიდი ნაწილი უჭირავს ისეთი ფართო მდინარეების დაბლობებს, როგორიცაა სენა და მარნა, ამ მოსავლიან მიწებს დასავლეთით ესაზღვრება ნორმანდიული კლდნოვანი მთები, აღმოსავლეთით კი, ბელგიის საზღვარზე იჭიმება ტყეები, რომლები სამხრეთით ქვეყნის შვეიცარიასთანსაზღვარზე გადადის მთის მასივში.                                    


                                                                                 

                                      ღირსშესანიშნაობები  

 ეიფელის კოშკი  — ლითონის კონსტრუქცია შამ-დე-მარსზესენასთანპარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.
კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ).
                                                                             

                              ვერსალის სასახლე

                                                                                   



 ვერსალის სასახლე ან უბრალოდ ვერსალი  — საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე ვერსალში, პარიზის გარეუბანი. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი სოფელი იყო, ამჟამად კი პარიზის გარეუბანია საკუთარი ქალაქის სტატუსით. 1682-1789 წლებში ვერსალის კარი საფრანგეთის ძველი რეჟიმის ძალაუფლების ცენტრი იყო. XVII საუკუნიდან ევროპის მონარქებისა და დიდებულთა სასახლეებისთვის ნიმუში გახდა. 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ვერსალის სასახლის აგება ლუი XIV-მ დაიწყო.


                                                                              

                                              შამბორის სასახლე             

    შამბორი ყველაზე ცნობილი ციხესიმაგრეა მდინარე ლუარის ხეობაში. ის მე-16 საუკუნეში აშენდა. ციხესიმაგრის 440 ოთახი სიმეტრიულად არის განლაგებული. აქ 84 კიბე და 365 ბუხარია. შამბორის ციხესიმაგრე საფრანგეთის მეფეების საყვარელი ადგილი იყო განსაკუთრებით, ლუდოვიკო XIV-სთვის. შამბორის სასახლის გათბობა ძალზე ძვირი ჯდებოდა და ამიტომ მას უმეტესად ზაფხულში სტუმრობდნენ.   

                                                საქართველო



საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.


                                               გეოგრაფია             


საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით —სომხეთი და თურქეთი.
საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.
საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.




                                      ღირსშესანიშნაობები                                                         



ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსამლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი ქერის ხმიადა|ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი.






  საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 - გვიმრისებურს, 600 - ხავსებს, 650 - მღიერებს, 5000 - სოკოვნებსა და 2000 - წყალმცენარეებს.
საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველები სათასობით სახეობა.                                                                                 





                                           არქიტექტურა



ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.
აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.

საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.